20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის საქმე სხვა დაკავებული პირების საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო. ჯიქურის ადვოკატმა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებაზე დაიწყო მოლაპარაკება.
პატიმრობაში მყოფი პირების აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა სახით შეცვლასთან დაკავშირებით ინიციატივა ჰქონდა საქმის მოსამართლეს, თუმცა მსჯელობის შემდეგ მან საკუთარ ინიციატივაზე უარი თქვა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. უცვლელია ბრალდებულების ოჯახის წევრების მოთხოვნა. ისინი გირაოს სახით გათავისუფლებას მოითხოვენ.
დახმარების მოთხოვნით საქართველოში არსებულ საელჩოებისთვის მიმართვას აპირებს ზურაბ ბუდაღაშვილის დედაც.
ბრალი აღიარა 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. მემარნიშვილის ადვოკატი საქმის სწრაფი სამართალწარმოებისთვის ცალკე გამოყოფას ითხოვს. პატიმრობაში რჩებიან საქმეზე დაკავებული სხვა ბრალდებულები. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები გამოიკითხა. შემდეგი სხდომა 28 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
„პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება თითქოსდა პოლიციელების მხრიდან ბრალის გადამეტებაზე, არის ბლეფი, შს სამინისტროს აპიდოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ არცერთი პოლიციელის მიმართ კვლევა არ უწარმოებიათ. შესაბამისად, თადუმაძის განცხადებები, რომ იდენტიფიკაცია არის რთული, არის ტყუილი იმიტომ, რომ არც მიუმართავთ კვლევისთვის. ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ ადამიანებს ვინც ჰყავთ ტყვეობაში, მათ ევაჭრებიან, უქმნიან ძალიან მძიმე პირობებს, საიმისოდ, რომ მათგან მიიღონ აღიარებები, რათა გახარიამ შემდგომში გაამყაროს, თავისი პოზიცია, რომ თითქოსდა ეს იყო პარლამენტზე შტურმი და ეს არ იყო გახარია გავრილოვის სისხლიანი ღამე,“ - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
საკითხზე კომენტარს მალხაზ მაჩალიკაშვილიც აკეთებს მისი განცხადებით, მორის მაჩალიკაშვილი მის გამო არის დაკავებული.
„მორის მაჩალიკაშვილი ჩემს გამო არის დაკავებული და გამოიყენეს თავიანთი შემორჩენილი რესურსი მორის მაჩალიკაშვილის დაკავებით, რათა მე შევესუსტებინე,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.