logo
ENG



200-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი უკვე 5 თვეა შემწეობას ვერ იღებს

27 ივნ 202021:32
3 წუთის საკითხავი
 

200-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი, უკვე 5 თვეა, შემწეობას ვერ იღებს, რის ოფიციალურ მიზეზად ახალქალაქში სოციალური აგენტის არარსებობა სახელდება. 

სახელმწიფო უწყებაში თავს იმით იმართლებენ, რომ პანდემიისა და ენობრივი ბარიერის გამო აგენტი ამ დრომდე ვერ მოძებნეს. რეგიონში სოცილურმა აგენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს სომხური ან რუსული. ადგილობრივებს მხოლოდ ეს პრობლემა არ აქვთ, რის გამოც ისინი თავს მიტოვებულად და საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ. მძიმე სოციალურ ფონს ემატება ტოტალური უმუშევრობა და გაუმართავი ინფრასტრუქტურა. ესაა იმ ზღვა პრობლემების მცირე ჩამონათვალი, რაც საქართველოს ამ რეგიონში მწვავედ დგას. 

ამ დრომდე შემწეობის გარეშე არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც, რომლებიც, გარდა სოციალური დახმარებისა, სახელმწიფოსგან პენსიას იღებდნენ. დეტალები "შაბათის ფორმულაში". 


close დახურვა