logo
ENG



200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა იკრძალება

09 სექ 202012:09
3 წუთის საკითხავი
clock 697
200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა იკრძალება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ხვალიდან 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა იკრძალება.

მისი განმარტებით, საუბარია ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებზე, რადგან დახურულ სივრცეზე მსგავსი შეზღუდვა აქამდეც მოქმედებდა.

"შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. ანუ, ხვალიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისიწნებულია შესაბამისი სანქციები", - განმარტა მეზვრიშვილმა. 


close დახურვა