logo
ENG



2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

21 იან 202109:09
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე გამოაცხადებს.

2008 წელს იუსტიციის სამინისტროს სახელით შესული სახელმწიფოთაშორისი სარჩელით საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრების დაცვის, განათლების, მიმოსვლის თავისუფლების დარღვევაში.


close დახურვა