logo
ENG



200 კაცზე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ - გახარია კიკვიძის ბაღის გახსნაზე

14 ივლ 202020:20
3 წუთის საკითხავი
clock 2251
mq3dzk0bmkwt413.png

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ განახლებული კიკვიძის ბაღი გახსნეს. 

როგორც სიტყვით გამოსვლისას გახარიამ განაცხადა, ბაღის გახსნაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება 200 კაცის შეკრებასთან დაკავშირებით დაირღვა.

„გულს უხარია, რაც აქ ხდება. ცოტათი ჩვენს მიერ მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ 200 ადამიანზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თბილისელები გვაპატიებენ, რადგან დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში თბილისში ბევრი რამ გაჩნდა, რაც ჩვენს თვალს არ მოსწონს, მაგრამ თბილისის მერი ყველაფერს აკეთებს, რათა ქალაქში სულ უფრო მეტი სიმწვანე იყოს“, - განაცხადა გახარიამ.

„ფორმულას“ მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებას მაქსიმუმ 200 კაცი უნდა დაესწროს, მაგრამ ეს არის რეკომენდაცია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 ივლისიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

გადაწყვეტილების მიხედვით, ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება.

close დახურვა