სუპერ პუმა, რომელშიც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2010 წელს 92 ათასი ევრო გადაიხადა, ამ დრომდე ხევში ჟანგდება. ართანა-ლაფანყურის მთებში 2018 წლის 12 ივლისს ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ამსახველი ფოტო "ფორმულამ" მოიპოვა. უწყება, რომლის ბალანსზეც საფრანგეთში შეძენილი ვერტმფრენია, ავარიულად დაშვების მიზეზებს და მომხდარის დეტალებს მალავს. ფორმულამ გაარკვია, რომ ბორტზე ნომრით სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენის ეკიპაჟს მირიან დოღოძე ხელმძღვანელობდა, დამხმარე მფრინავი კობა მელიქიშვილი იყო. საფრანგეთიდან პუმას ტიპის ვერტმფრენების შემოყვანამდე სახლმწიფომ სულ 18 მფრინავები გადაამზადა და მათთვის ფრენის უფელება გასცა. იყვნენ თუ არა მათ შორის დოღოძე და მელიქიშვილი უცნობია. ფორმულას ინფორმაციით შსს-მ სხვა ინფორმაციაც დამალა, უწყების ოფიციალური განცხადებით, ჩამოვარდნისას დაშავდა 5 ადამიანი - 3 მფრინავი 2 მესაზღვრე, თუმცა ფორმულამ გაარკვია, რომ ვერტმფერნში კიდევ 3 უწყების მაღალჩინოსანი იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე სააკაშვილის მიერ შეძენილ ვერტმფრენზე ოცნების ხელისუფლებამ უარი თქვა და გასაყიდად ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, საბოლოოდ კი სუპერ პუმები ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ხელში აღმოჩნდა. ეს ის სუპერ პუმაა, რომლის გამოყენებაზე 13-ი ივნისის თბილისის სტიქიის დროს ქართულმა ოცნებამ უარი თქვა.