დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი აქციების გაგრძელებას ისევ გეგმავს. თორნიკე მამალაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ 2020 წლის არჩევნებში საპატრიარქოს მხარდაჭერა მოიპოვა, იმ პირობით, რომ დეკანოზი ციხეში დარჩებოდა. მამალაძე სინოდის სხდომაზე დასწრებას ითხოვს. ის აპირებს, გაასაჯაროვოს ის სკანდალური ინფორმაცია, რომელსაც მისივე თქმით, დეკანოზი მამალაძე ფლობდა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილსა და საპატრიარქოს შორის მოხდა შეთანხმება. საპატრიარქოს არ სურს ჩემი ძმის გათავისუფლება, რადგან ის ფლობს ინფორმაციებს. დაახლოებით ეს ეხება საპტრიარქოში არსებულ პრობლემებს, რაც არამხოლოდ ფინანსური, არამედ ზნეობრივი პრობლემებიცაა. ეს ყველამ იცის, თუმცა ამ თემაზე საუბარს ვერ ბედავენ. ვინც გაბედა საუბარი, ეს ჩემი ძმაა და ვხედავთ რომ ის ციხეში იმყოფება,“- განმარტავს თორნიკე მამალაძე.