logo
ENG



2020 წლის არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდება - მოლაპარაკებები დასრულებულია

08 მარ 202015:50
3 წუთის საკითხავი
 
il9uyyiepro1wky.jpg

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდება. აქედან 120 დეპუტატი იქნება პროპორციული წესით არჩეული, 30 კი მაჟორიტარი.

როგორც ცნობილია, არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი ბარიერით და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმიც, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 40%-ზე მეტ ხმას მოიპოვებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმება ყველა პარტიას შორისაა მიღწეული და მასზე ხელი მოაწერა მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა.

„ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა პარტიამ მოაწერა ხელი. გვექნება ერთპროცენტიანი ბარიერი და 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი - ეს აისახება საკონსტიტუციო ცვლილებებში. ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომ ყურადღებაა მისაქცევი სამართალდამცავების მხრიდან გამოირიცხოს პოლიტიკური ნიშნით დევნა - არაა საუბარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. უახლოეს პერიოდში მოხდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც დასჭირდება დრო", - აცხადებს  დავით უსუფაშვილი.


close დახურვა