შესაძლოა მმართველი პარტიის რიგებს კიდევ რამდენიმე დეპუტატი გამოაკლდეს. არსებული ინფორმაციით უკვე დაწყებულია კონსულტაციები, საპარლამენტო სიაზე, რომლითაც ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარსდგება.
მმართველი გუნდიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ საპარლამენტო უმრავლესობის ორ წევრს - ზაზა პაპუაშვილსა და რომან კაკულიას. კაკულია "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ მისი გუნდში დარჩენა დამოკიდებულია "ქართული ოცნების" სიაზე, რომელიც პარტიამ 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა წარადგინოს. "ფორმულასთან" საუბრისას პაპუაშვილი გუნდიდან წასვლას არ ადასტურებს, მაგრამ არც იმაზე აქვს პასუხი იქნება თუ არა ის 2020 წლის საპარლამენტო სიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის საპარლამენტო სიაში არ იქნებიან ნუკრი ქანთარია, დიმიტრი ხუნდაძე და სოფო კილაძე.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისსტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი 2020 წლის საპარლამენტო სიის შემადგენლობაზე.