Tbilisi Open Air 2020 არ ჩატარდება - ამის შესახებ განცხადებას ფესტივალის ორგანიზატორები აკეთებენ.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2020 წლის ფესტივალი ვეღარ ჩატარდება, თუმცა ცნობილია 2021 წელს კონცერტების გამართვის თარიღები.
„ვარღვევთ ტრადიციას და 2021 წლის ფესტივალის თარიღებს ახლავე ვაცხადებთ: Tbilisi Open Air 2021 ჩატარდება 25-26-27 ივნისს. მოვახერხეთ მოლაპარაკება ჩვენი წლევანდელი უცხოელი ჰედლაინერების უმეტესობასთან", - წერია განცხადებაში.
ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა Tbilisi Open Air არ ტარდება.