logo
ENG



2020 წელს მკვლელობის შემთხვევები 38%-ით გაიზარდა

29 თებ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

 

13 მკვლელობა 2 თვეში - 2020 წლის მონაცემებით მკვლელობები 2019 წელთან შედარებით, 38%-ით მეტია. შემთხვევები რამდენიმე დღიანი ინტერვალით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა და უმეტესობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. ფსიქოლოგები გახშირებული მვლელობის ერთ - ერთ მიზეზად ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას ასახელებენ.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ განათლებისა და სოციალური გარემოს მიმართულებით მეტი უნდა იმუშაოს. მათი თქმით, მონაცემების შემცირების ერთ-ერთი საშუალება სამართლიანი გარემოს შექმნაა.

ქვეყანაში კრიმინალის ზრდაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობენ. მათი თქმით, მონაცემების ზრდა გასაკვირი არ არის, რადგან ხელისუფლება კრიმინალის ზრდას პირველივე დღიდან ხელს უწყობს.

გაიზრდება თუ შემცირდება მკლველობათა რიცხვი, ეს წლის ბოლოს, ოფიციალური უწყებების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით გახდება ცნობილი.

 


close დახურვა