logo
ENG



2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 2.5%-ით შემცირდა

15 სექ 202015:20
3 წუთის საკითხავი
 
smyv2lhj8t5z5dq.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2.5%-ით შემცირდა.

საქსტატი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასები შემცირდა სექტორების უმრავლესობაში.

შედარებით მაღალი ხელფასები გაიცა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით);

მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით)

ასევე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების - 1 352.4 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.


close დახურვა