logo
ENG



საქსტატი: საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 13,2%-ით გაიზარდა და 1 943,4 ლარი შეადგინა

17 ივნ 202413:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/g2d6zr3hwbftu7h.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 13,2%-ით (226,8 ლარი) გაიზარდა 1 943,4 ლარი შეადგინა. 

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 519,4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,2%-ითაა გაზრდილი);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 956,5 ლარი (გაიზარდა 9%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12%-ით);
  • მშენებლობა - 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22,3%-ით). 

ამასთან, საქსტატის თამახმად, I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარით, ხოლო კაცების - 2 343,2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164,3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289,8 ლარი (14.1%).

ასევე, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.


close დახურვა