logo
ENG



2020 წლის არჩევნები არის შესაძლებლობა, გადაიდგას ნაბიჯები სანდო არჩევნებისკენ - კელი დეგნანი

20 მაი 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ქართული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

როგორც კელი დეგნანმა განმარტა, ამ არჩევნებით დაამტკიცებს საქართველო სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

„2020 წელი არის მნიშვნელოვნად კრიტიკული წელი - შემოდგომით გამართული არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარმოაჩინოს მისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ. ასევე, წარმოაჩინოს პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს არჩევნები არის შესაძლებლობა, გადაიდგას ზუსტი ნაბიჯები სანდო არჩევნებისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა მიიღოს საარჩევნო კანონმდებლობა", - განაცხადა კელი დეგნანმა.


close დახურვა