logo
ENG



ტრამპი: ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს

29 ივნ 202415:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/29/pycjuva9oo1y0fq.jpg

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ქვეყანას ჭკვიანი პრეზიდენტი ჰყავს.

"ჩვენ გარე მტრები გვყავს - ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა.. მაგრამ ისინი მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, ჩინეთმა ასობით მილიარდი აშშ დოლარი გადაგვიხადა, ისინი ჩვენს ქვეყანას პატივს სცემდნენ", - თქვა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოაგვარებს. მისივე თქმით,  ამის გაკეთება თეთრ სახლში შესვლამდე შეუძლია.

 

 

 

 


close დახურვა