საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ, გადამუშავებულ ვერსიას მთავრობა პარლამენტში 5 ივნისს შეიტანს. როგორც კოვნაზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტში შემცირდება ყველა ის თანხა, რომელიც დაკავშირებული არ არის ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან. მისვე თმით თავიდან 2020 წლის ბიუჯეტი 4.5%-იან ზრდაზე იყო დამოკიდებული, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე კი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იანი შემცირება იგეგმება.
„ველოდებით კორექტირებულ გადამუშავებულ ვერსიას, 5 ივნისს შემოიტანს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო. იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო კვირაში შესაძლებელი იქნება კომიტეტებში განხილვები დაიწყოს, შეცვლილი იქნება ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი. ქვეყანა იქნება რეცესიაში, საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ჩადებული იქნება მინუს 4%-იანი შემცირება მთლიანი შიდა პროდუქტის. ჩვენ ზოგადად გვაკლდება შემოსავლები, დახლოებით მილიარდ 800 მილიონის ჩათვლით. ასევე გვჭირდება თანხები იმ ეკონომიკური პროგრამების დაფინანსებისთვის, რომელიც ვირუსის პირობებში სჭირდება ჩვენს თანამემამულეებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს“, - განაცხადა კოვნაზაძემ.