logo
ENG



2021 წელს გადადებული ოლიმპიური თამაშები შესაძლოა ჩაიშალოს

28 აპრ 202016:50
3 წუთის საკითხავი
 

2021 წელს გადადებული ოლიმპიური თამაშები შესაძლოა საერთოდ ჩაიშალოს. იაპონიის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, რთული იქნება ქვეყანამ მომავალ წელს ოლიმპიადას უმასპინძლოს, თუ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინა არ იარსებებს. თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ოლიმპიადის მეორედ გადადება არ განიხილება და იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლისთვის პანდემია კვლავ უკონტროლო იქნება, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები აღარ გაიმართება.

 


close დახურვა