logo
ENG



2022 წლის II კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი, 175.4 ათასი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

15 აგვ 202213:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/15/lvptp4ji6k6rcmh.png

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში, აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 175.4 ათასი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით, კერძოდ, თურქეთიდან ქვეყანაში 158.3 ათასი, ხოლო სომხეთიდან 136.8 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია,რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 189.4 პროცენტით არის გაზრდილი.

უწყების ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.


close დახურვა