„იპსოსის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-ს უნდა, რომ მთავრობა შეიცვალოს.
კითხვაზე - გსურთ თუ არა რომ მთავრობა შეიცვალოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუ გსურთ არსებული მთავრობა დარჩეს - გამოკითხულთა 62 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობის შეცვლა სურს. მხოლოდ 38 პროცენტია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც „ქართული ოცნების" წასვლა არ უნდა.
ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია „იპსოსმა“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.