logo
ENG



20 ივლისს ქართული ოცნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

17 ივლ 202017:22
3 წუთის საკითხავი
clock 920
5up6jjb6de0p88v.png

20 ივლისს ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურიად გახსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

შესაბამის ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საარჩევო კამპანიის გახსნა პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.  წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

 

 

 

 

 


close დახურვა