logo
ENG



20 ივნისს დაგეგმილი აქცია აბსოლუტურად ლოგიკური და მორალურადაც გამართლებულია - უგულავა

18 მაი 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია 20 ივნისს დაგეგმილ აქციას ეხმაურება. პოლიტიკური ლიდერები აქციის გამართვას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ე.წ გავრილოვის ღამის მოვლენების შეხსენება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ აქციის გამართვა ლეგიტიმურია. 

"20 ივნისს, აქცია აბსოლუტურად ლოგიკური და სწორია, მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია. ამავე დროს პოსტპანდემიურ თუ პანდემიურ პირობებში ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს. შინაარსი არის უცვლელი - კვლავ დეოკუპაციის მოთხოვნა, ცვლილებების მოთხოვნა და კიდევ უფრო მწვავედ დაემატება ანტიკრიზისული სულისკვეთება“, - აღნისნა მან. 

აქციის გამართვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავაც

"ის, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა მოხდა 20 ივნისს, პარლამენტის წინ, და ის რომ დღესაც პრემიერად სწორედ იმ სისხლიანი ღამის მთავარი შემოქმედი უზის ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ესეც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია", - განაცხადა დეპუტატმა. 


close დახურვა