logo
ENG



20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას გამოკითხულთა 45% აკისრებს-NDI

16 იან 202011:25
3 წუთის საკითხავი
 
eddsdbyshhvsjvo.png

20 ივნისის აქცია და "გავრილოვის ღამის" სისხლიანი მოვლენები - “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)" გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. ორგანიზაცია დაინტერესდა მოსახლეობის აზრით ვინ არის პასუხისმგებელი ძალადობაზე, რომელიც 20 ივნისის ღამეს მოხდა, აგრეთვე, რამდენად პროპორციულად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების მიმართ.

პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით კვლევის შედეგები 2 ნაწილად იყოფა. საზოგადოების მოსაზრებები მოცემულია 2019 წლის ივლისისა და ნოემბრის მიხედვით, შედეგები კი ასე გამოიყურება:

პასუხისმგებლობას მომხდარზე ხელისუფლებას ივლისში ​გამოკითხულთა 43% აკისრებდა, ეს მაჩვენებელი კი 2%-ით გაიზარდა ნოემბერში და ის 45% გახდა. 

რაც შეეხება ოპოზიციას, გამოკითხული მოსახლეობის ივლისის მონაცემებით გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 7% აკისრებდა პასუხისმგებლობას ოპოზიციას, რაც შეეხება ნოემბრის მონაცემებს, შედეგების მიხედვით მაჩვენებელი გაიზარდა და ის 12%-ია.

მომხდარზე პასუხისმგებლობას პირადად გახარიას გამოკითხულთა 9% აკისრებს, ბიძინა ივანიშვილს კი 4%.   

რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს გამოყენებულ ძალას დემონსტრანტების მიმართ, გამოკითხულთა 61% მიაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ გამოყენებული ძალა ზედმეტად მკაცრი იყო. სამართალდამცველების მოქმედებას სათანადოდ მხოლოდ 15% თვლის. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.


close დახურვა