logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებული 3 პირი გაათავისუფლეს

06 მარ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 

20 ივნისის საქმეზე დაკავებული 3 პირი გაათავისუფლეს. მათ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, სასამართლომ კი ეს შეთანხმება სამართლებრივად დაადასტურა.

ბუდაღაშვილს, კუპრეიშვილსა და სოსელიას 3 წლით პირობითი მსჯავრი და 2-ათას ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ. მათ წაყენებული ბრალი აღიარეს. 

ზურაბ ბუდაღაშვილის ოჯახის წევრის თქმით, მათ პატიმრობა აღიარეს, რადგან ეს ფორმალობაა და ყველაფერი პოლიტიკურ სარჩულს იძენდა.

"არ ვიცი ჩემი ემოციები როგორ გამოვხატო. ვფიქრობ, რომ ციხის კედლები დავარღვიეთ. მე არ შემიძლია მქონდეს ორი სახე და ვითამაშო, ჩემი ნატვრა და ოცნება იქნება საქართველო იყოს დამოუკიდებელი და იყოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება",-აღნიშნა მაგული ბუდაღაშვილმა.

ბრალის აღიარება რომ ფორმალურია, ამას თავად ზურაბ ბუდაღაშვილიც ადასტურებს.

"უბრალოდ ციხეში ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან პოლიტიკური ელფერი ჰქონდა ამ ყველაფერს",-აღნიშნა ბუდაღაშვილმა.

პროკურორის თქმით, სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართა. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებაც ადეკვატურია.

"დღევანდელ პროცესზე დამტკიცდა მხარეებს შორის დადებული შეთანხმება და ბრალდებულნი ცნობილ იქნენ დამნაშავეს. მათ სასჯელის სახით განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი. მათ აღიარებს წარდგენილი ბრალდება და უდაო გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტიცებულებები",-განმარტა პროკურორმა ვაკო თოდუამ.

კუპეიშვილისა და ბუდარაშვილის ადვოკატი კი მთავარია, რომ საპროცესო შეთანხმება შედგა და მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავისუფლები არიან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, კუპრეიშვილსა და ბუდაღაშვილს გაუწიეს სრული იურიდიული კონსულტაცია საპროცესო შეთანხმებაზე. შეთანხმებას მივაღწიეთ. რაც შეეხება აღიარებას, მათ წარდგენილი ბრალი აღიარეს. შესაბამისად მოსამართლის კითხვებს სრულყოფილი პასუხები გასცეს",-აღნიშნა ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა.

აღსანიშნავია, რომ ბუდაღაშვილს, კუპრეიშვილსა და სოსელიასთან ერთად დაკავებული ბესიკ თამლიანი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

 


close დახურვა