logo
ENG



20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბუდაღაშვილისა და თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

13 დეკ 201908:12
3 წუთის საკითხავი
 
qnut145llhamepz.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესიც გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ბუდაღაშვილის ადვოკატი ვახო იაშვილი „ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილი ამ დრომდე სამარტოო საკანში გენერატორიან ოთახში რჩება, რაც მასზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლაზე მეტყველებს. იაშვილის თქმით, ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით გამოძიების იმედი არ აქვს.

"ბრალდების მხარე თავიანთ მოწმეებს წარადგენს. თუმცა ვერც ერთი მოწმე ვერ დაადასტურებს მის ბრალეულობას. ის ვითარება, რომელშიც ჩააყენეს, ბუდაღაშვილის მდგომარეობა არ შეცვლილა. კვლავ მუდმივად მომუშავე გენერატორის ხმა ესმის", - განაცხადა ადვოკატმა.

 

 


close დახურვა