20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული 3 ადამიანი სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მოსარჩელეების ინტერესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
ერთ-ერთი დაზარალებული აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიის შედეგად დაზიანდა. ერთ-ერთი კი ჟურნალისტია, რომელსაც რეზინის ტყვია მხარში მოხვდა.
„3 ადამიანის სარჩელი წარვადგინეთ დღეს სასამართლოში. ვითხოვთ შს სამინისტროს მხრიდან ზიანის ანაზღაურებას თითოეულ მათგანზე ხარისხიდან და მიყენებული დაზიანებისგან ოდენობა არის განსხვავებული. ასევე ვითხოვთ შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიურად სარჩელის დაკისრებას“, - აცხადებს „საიას“ ადვოკატი.