logo
ENG



20 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

20 სექ 202201:18
3 წუთის საკითხავი
 
20 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება - სია

20 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად გადაუდგებელ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გეთიას, ნადარეიშვილის, ჯანელიძის, სამგორის, ბოგდან ხმელნიცკის, ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნარგიზის და რუსუდანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, პუშკინის, ვაჩნაძის, აბაშიძის და გუდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, კოსტავას (ნაწილობრივ), სანაპიროს, ჯუღელის, საქანელას, ვერეს, ჯავახიშვილის, სატივეს, მელიქიშვილის, ნიკოლაძის, ქიაჩელის, ქიქოძის, მაჩაბელის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IX კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ურეკის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, სამღერეთის, კონსტიტუციის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის ქუჩის მოსახლეობას.


close დახურვა