logo
ENG



ზახაროვა: გაუგებარია რატომ იწვევს საზოგადოებრივ მღელვარებას რუსული დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში

13 თებ 202013:28
3 წუთის საკითხავი
 
uv4ci80x31uki43.jpg

რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ფორმულა" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას დაუკავშირდა. 

როგორც ზახაროვამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იწვევს ხსენებული საკითხი ქართულ საზოგადოებაში ასეთი მღელვარებას. მისივე თქმით, თუ საქართველომ საერთაშორისო ფორუმების ჩატარებაზე აიღო პასუხისმგებლობა, ის, როგორც ორგანიზატორი ქვეყანა, ვალდებულია ყველა პირობა შეასრულოს. 

"გულწრფელად არ მესმის რატომ აღელვებს ყველას თუ ვინ იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში. თუ საქართველო იღებს პასუხისმგებლობას რომ ჩაატაროს საერთაშორისო ფორუმები, ის ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, როგორც ორგანიზატორმა ქვეყანამ. ამას ამბობდა თქვენი ხელმძღვანელობაც. ვერ ვხდები რატომ იწვევს საზოგადოებრივ მღელვარებას რუსული დელეგაციის ჩამოსვლა თუ არ ჩამოსვლა საქართველოში? ნუთუ რუსეთიდან ვინმეს ჩამოსვლაზე არის დამოკიდებული საქართველოში ცხოვრების გაუმჯობესება, გარემონტდება შენობები, დაიგება გზები, რა თქმა უნდა არა, რა კავშირი აქვს ამას საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებთან?! შიდა პოლიტიკური პროცესები არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყანაში ვინმეს ვიზიტზე. შიდა პროცესები დამოკიდებულია ადამიანებზე რომლებიც იყენებენ გარე ფაქტორებს - ამის პრაქტიკა გაქვთ. ეს ადამიანები პროვოკატორები არიან. გამოდის რომ საქართველოს შიდა პოლიტიკა დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე", - განაცხადა მარია ზახაროვამ "ფორმულასთან" საუბარში. 

 

 


close დახურვა