logo
ENG



ოპოზიცია მელიას განცხადებაზე: ნებისმიერი ქმედება მელიას მხრიდან ლეგიტიმურია

14 თებ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

 

რა მოქმედებაც არ უნდა განახორციელოს ნიკა მელიამ ის ლეგიტიმური იქნება-აცხადებენ ოპოზიციაში. მათი შეფასებით, სასამართლო ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, შესაბამისად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც სამართლიანი ვერ იქნება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავა ნიკა მელიას განცხადებას, არ დაემორჩილოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხარს უჭერს, მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

ნიკასი მესმის, იმიტომ რომ საკმარისია უკვე ზვარაკად შევწიროთ თავი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დევნას და ვუერთდები მას ამ წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაში, რომ საკუთარი თავი დაიცვას ყველა გზით“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უგულავას დაჭერის შემდეგ, პოლიტიკური დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„ნიკა მელიას წინააღმდეგ წარმოებული დევნა არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა იმ შემთხვევაში თუ ამ კიდევ ერთ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, ნიკა მელია იქნება პოლიტიკური პატიმარი და ამ გადაწყვეტილების ფასი ივანიშვილისთვის იქნება შემდგომი ფაქტორი მისი მომავალი პოლიტიკური ტრაგიკული ბედის და ვერანაირად ვერ გადაარჩენს მის ხელისუფლებას არჩევნებზე“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, გურამ ჩალაგაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი წინა საარჩევნოდ პოლიტიკური ველის მოსუფთავებას ცდილობს და იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელისუფლების დანაშაულებებს ამხელენ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

„მე მას პირადად ვეთანხმები, რომ არ უნდა დავემორჩილოთ. ივანიშვილი დღევანდელი სურვილი არის, რომ მოასუფთავოს პოლიტიკური ველი, არ დარჩეს არცერთი ოპონენტი რომელსაც შეიძლება ამხილოს ხელისუფლება დანაშაულებებში და შემდეგ მშვიდად მოიგოს არჩევნები“,-განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას ჯარიმა, ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა - სასამართლომ „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე განაჩენი 7 წლის შემდეგ გამოაცხადა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოუხდა ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის დატოვება. გარდა ამისა, მას 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს, ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით. გამოძიება მასაც და ზურაბ ადეიშვილსაც, "ბანკი ქართუს" საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებოდა.

მელიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაასაჩივრა და 10 მარტს გახდება ცნობილი მიუსჯიან თუ არა მელიას პატიმრობას „ქართუ ბანკის“ საქმეზე.

„ქართუ ბანკის საქმე“

 


close დახურვა