საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას, საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება. ოპოზიციის ლიდერი იმ გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვს, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიიღეს და მელიას საქალაქო სასამართლოს განაჩენის შემდეგ მანდატი ჩამოართვეს.
ნიკა მელია სასამართლოს დაუმორჩილებლობას უცხადებს და ამბობს, რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს, მისივე განცხადებით სასამართლო კლანის წევრი, ვეფხია ლომიძე წინასწარ დაწერილ განაჩენს გამოაცხადებს და მელიას პოლიტიკური ნიშნით ციხეში გაუშვებს.
პროკურატურა ნიკა მელიას 8 წლის წინანდელ საქმეს ედავება, რომელზეც ოპოზიციის ლიდერი უკვე გამართლებულია. საქმე ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ეხება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნიკა მელიას ნებისმიერი ქმედება ლეგიტიმური იქნება, ისინი აცხადებენ, რომ სასამართლოს ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, შესაბამისად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი ვერ იქნება.
მმართველი გუნდი აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს.