logo
ENG



სასაუბრო თემა იქნება საარჩევნო სისტემის საკითხი - არასამთავრობოები ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ

17 თებ 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

მართლმსაჯულება, კორუფციისა და გარემოს დაცვის კუთხით არსებული ვითარება საქართველოში - ეს ის საკითხებია, რომელზე სასაუბროდაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ბრიუსელში გაემგზავრნენ. მათ ევროპარლამენტის, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისა და ევროკავშირში აკრედიტებული წევრი ქვეყნების მისიების წარმომადგენლებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინონ და მონიტორინგის შედეგები გააცნონ.

ვიზიტისას საუბარი შეეხება არჩევნების თემასაც. ბრიუსელში გამართულ ვიზიტს ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზებით ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრება. დისკუსიის მთავარი მომხსენებელი კი, ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრეს კუბილიუსი იქნება. 

როგორც ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა, ბრიუსელში ძირითადი სასაუბრო თემა სააარჩევნო სისტემა იქნება.

„დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება საარჩევნო სისტემის საკითხი და ის მოვლენები, რისი მომსწრეებიც ვარ ბოლო პერიოდში. ასევე ვისაუბრებთ ასოცირების ხელშეკრულების და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების საკითხებზე თუ რა შესრულდება და რა მიმართულებითაა გამოწვევები. იქნება ძალიან საქმიანი გაცვლა ამ აზრების“, - განაცხადა ბენიძემ. 

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, სამოქალაქო სექტორი ბრიუსელში საქართველოში გატარებული რეფორმების წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ისაუბრებენ.

„შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაწოდონ ინფორმაცია ევროპულ მხარეს იმ რეფორმების შესახებ, წარმატებისა და წარუმატებლობის შესახებ, რაც საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულების კუთხით“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.


close დახურვა