logo
ENG



კობერიძე ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარის გაფლანგვაზე: ასეთი ფინანსური მაქინაცია ბოლო 25 წელიწადია არ მომხდარა

24 თებ 202022:52
3 წუთის საკითხავი
 

 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“, წევრმა, ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრთან კონკრეტული კითხვები ჰქონდათ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყალბი აქტივების საკითხი იყო. როგორც ლევან კობერიძე აცხადებს ბიუჯეტიდან 100 მილიონზე მეტი თანხა არის გაფლანგული

„100 მილიონზე მეტია ეს თანხა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია 200 მილიონსაც გადაცდა ეს თანხა. საუბარია იმაზე რომ ეს თანხა ვიღაცამ პირდაპირ აიღო ბიუჯეტიდან და მოიპარა. ჩვენ ვიბარებდით მინისტრს იმაზე, რომ სწორედ ამაზე კითხვები დაგვესვა და გვესაუბრა, იქნებ ისიც ჩართულია ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლაში და პირიქით ჩვენი მხარში დგომა სჭირდება, 100 მილიონზეა საუბარი, ასეთი დიდი ფინანსური მაქინაცია ბოლო 25 წელიწადია არ მომხდარა საქართველოში“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, ვანო მაჭავარიანი საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს, თუმცა მან დილით კომიტეტის თავმჯდომარეს შეატყობინა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისვლას არ აპირებდა. დღის წესრიგით, მინისტრს შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა: 1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ. ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

 


close დახურვა