logo
ENG



ვოლსკი მაჭავარიანის შესაძლო იმპიჩმენტზე: არასამთავრობოების განცხადება პოლიტიკურად შეფუთულია

25 თებ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 

„პოლიტიკურად შეფუთულია ეს განცხადება, რომელსაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები,“ - ამ განცხადებით გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივასთან დაკავშირებით აკეთებს, რომლის მიხედვითაც, რეგლამენტის დარღვევის გამო შესაძლოა ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინიციატივა პოლიტიკურად მოტივირებულია. მათი თქმით, მინისტრების იმპიჩმენტის დაწყების წინააღმდეგ საფუძველი არ არსებობს, იმის მიუხედავად, რომ ვანო მაჭავარიანმა და ეკატერინე ტიკარაძემ რეგლამენტი უხეშად დაარღვიეს.

„პოლიტიკურად შეფუთულია ეს განცხადება, რომელსაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 19 მარტს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა. აქედან გამომდინარე შეთავაზევბა ლოგიკურია, რათა რამოდენიმე დღეში პლენარულ სხდომაზე ყოფნის შემდეგ კომიტეტში იგივე თემების გაგრძელება არ მოხდეს. ფინანსთა მინისტრის შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ორი დღის შემდეგ კომიტეტში იბარებდეს კონკრეტული ფრაქცია თუმცა, რეგლამენტით ეს გათვალისწინებულია. ნებისმიერი რეგლამენტის და ნებისმიერი წესის იქით არსებობს კიდევ ჯენტლმენური შეთანხმების ან ლოგიკის გარკვეული პრინციპები. ამ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ვითარება ესოდენ მწვავეა ეს ლოგიკა იკარგება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ მინისტრები, რომლებიც რეგლამენტს არღვევენ და საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობას იჩენენ, ამ პოსტს არ უნდა იკავებდნენ. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი გუშინ პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარეს, თუმცა მინისტრი არ გამოცხადდა.


close დახურვა