logo
ENG



სადავო ხელშეკრულებები, დაუსაბუთებელი სამივლინებო ხარჯი - რას ედავება აუდიტი რაგბის კავშირის პრეზიდენტს

25 თებ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

არაადეკვატურად დაბალი ფასები კერძო კომპანიებისთის, სადავო ხელშეკრულებები, საეჭვო ვითარებაში გასხვისებული მიწის ნაკვეთები და დაუსაბუთებელი სამივლინებო ხარჯი - ამ და სხვა დარღვევებს აუდიტის სამსახური რაგბის კავშირის მოქმედ ხელმძღვანელს ედავება.

დოკუმენტი დარღვევების შესახებ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გოჩა სვანიძის კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი აბუსერიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ოფიციალურად აუდიტის დასკვნა არც გამოქვეყნებულა.

სვანიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და აბუსერიძეს ხელისუფლება ლობირებს. ის დღეს ბრალდებებს აღარ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ დასკვნის გამოქვეყნების გამო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა.

 


close დახურვა