logo
ENG



წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი ბორდერიზაცია გრძელდება

26 თებ 202008:46
3 წუთის საკითხავი
 

გიგი წერეთელმა ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უხელმძღვანელა. ასამბლეის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი ბორდერიზაცია, ადამიანების გატაცება და უკანონო დაკავება გრძელდება, რაც ჰელსინკის საერთაშორისო პრინციპებისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენს. თითოეულმა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს თამაშის წესებს. ლეგიტიმური ინტერესები არ მიიღწევა არალეგიტიმური მეთოდებით“, - განაცხადა წერეთელმა.

ასამბლეაში ეუთოს წევრი 57-ი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. განსახლიველ თემებს შორის ეუთოს რეგიონში არსებული კონფლიქტები, ტერორიზმის, რადიკალური ექსტრემიზმისა და ანტისემიტიზმის საკითხები, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება იყო.  


close დახურვა