14 პაციენტი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში რჩება, რომელთაც კორონავირუსის შესაძლო არსებობაზე ტესტები უტარდებათ. როგორც ექიმები აცხადებენ, ტესტების საბოლოო პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი, მაგრამ კორონავირუსის შესაძლო არსებობას ექიმები უკვე ამ ეტაპზე გამორიცხავენ.
„გაიწერა 14 პაციენტზე ტესტების აღება და დაახლოებით 2-3 საათი იყო, როდესაც მორჩა ამ 14 პაციენტზე ტესტების პროტოკოლის შევსება და ტესტების აღება და წაღება. ჯერ ვერ დამთავრდა ანალიზის ჩამთავრება და პასუხები არ გვაქვს ხელზე. რამოდენიმე საათი შეიძლება დასჭირდეს. კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არცერთ პაციენტთან არ აღინიშნება. დღის განმავლობაში მათი მდგომარეობს სტაბილურია. ტემპერატურა და ჩივილები მათ არ აქვთ, არანაირი ცვლილებები არ ვლინდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით, ამ 14 შემთხვევაზე ტესტის შედეგი იქნება ალბათ ნეგატიური“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში დაკვირვების ქვეშ 14 პაციენტი იმყოფება. მათგან 2 ჩინეთის მოქალაქეა, 3 ირანის, დანარჩენები კი მილანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან. თითოეულ მათგანს აღენიშნება გრიპის სხვადასხვა სიმპტომები - ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, თუმცა პირველადი კვლევებით, არც ერთის შემთხვევაში არ დასტურდება პნევმონია ან ა/ბ ტიპის ვირუსები. პაციენტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა.