საქართველოში კომენდანტის საათის დრო შეიცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება.
ამ დროის განმავლობაში იკრძალება ადამიანების მოძაობა როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;