საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების მიზნით 22-23 ივლისს თბილისი-პარიზი-თბილისის სპეციალურ რეისს ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაცით, სპეციალურ რეისი პარიზი-თბილისის მიმართულებით 22 ივლისს, 21:20 საათზე შესრულდება, თბილისიდან პარიზის მიმართულებით კი - 23 ივლისს, 09:00 საათზე.
ცნობისთვის, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების მიზნით რამდენიმე რეისი უკვე შესრულდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთი გზის ბილეთის ფასი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.