
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხალხი არ ენდობა არსებულ სისტემას და აქედან გაჩნდა პანიკა.
„მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა არის ძალიან შეშფოთებული და მათ შორის ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს. ხალხი არ ენდობა სისტემას, ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი არიან დაცული. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად 2008 წელს, ომის ცხელი ფაზის დროსაც კი არ ხდებოდა მიახლოებითაც კი ესეთი რამე. მიზეზი არის ის, რომ საზღვრის დახურვა, საქართველოს ვაი ხელისუფლებამ დაიგვიანა მინიმუმ ერთი კვირით!
ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.
ლუგარის ლაბორატორია რომ არის, ეს არის მართლაც სასწაული, რომ მსოფლიოში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხალხი პროდუქტებს იმარაგებს. გარდა ამისა, აფთიაქებში აცხადებენ, რომ პიბადეების დეფიციტია.