logo
ENG



კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია: არანაირი პრობლემა არც თეირანში და არც ზოგადად ირანში არ არსებობს

27 თებ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ქვეყანაში შემოსულ მოქალაქეებს ინტენსიურად ამოწმებენ.

რამდენიმე დღის წინ ირანთან ფრენების შეზღუდვის გამო, ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდა კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს, დახმარებოდნენ და ჩამოსულიყვნენ სამშობლოში, რის შემდეგაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ირანი-ბაქო ბაქო-თბილსის რეისით ქვეყანაში დღეს ჩამოფრინდებიან

„თეირანიდან საქართველოში ვბრუნდებით უკან, ბაქოს გავლით. არანაირი პრობლემა არც თეირანში და არც ზოგადად ირანში არ არსებობს. ყველაფერი მუშაობს და პანიკაც არაა. საქართველოში რატომაა ასეთი ვითარება, გაუგებარია",- აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

რაც შეეხება, ერთ-ერთ ცხელ წერტილს ევროპაში, იტალიაში მყოფი ქართველების თქმით, პირველ დღეებში პანიკა შედარებით დიდი იყო და ახლა უფრო სტაბილური მდგომარეობაა. თუმცა დაკეტილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. რაც შეეხება პირბადეებს, საქართველოს მსგავსად იტალიაშიც დეფიციტურია. მათივე განმარტებით, საქართველოს საელჩოს დახმარების მიზნით ქართველ ემიგრანტებს არ შეხმიანებია.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში გუშინ, 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა და აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოვიდა.


close დახურვა