logo
ENG



საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც იტალიაში კორონავირუსი დაუდგინა, დამაკმაყოფილებელია

05 მარ 202007:42
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაინფიცირებული იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.

დაინფიცირებული ქალი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

საქართველოს საელჩო აქტიურად ეკონტაქტება ახალგაზრდა ქალსა და კლინიკის ხელმძღვანელობას. 

"იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში ცხოვრობს. მან აცნობა საელჩოს, რომ მას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. ამის შემდეგ საელჩო დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს და ეს ქალი დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ტესტების მიხედვით, მას დაუდგინდა კორონავირუსი. ახალგაზრდა ქალი რჩება კლინიკაში, მეთვალყურეობის ქვეშ. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა

გუშინ ლუგარის ცენტრში 21 ნიმუში გაიგზავნა, მათ შორის 5 იმერეთიდან. ქუთაისში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 16 სინჯის ტესტირება მიმდინარეობს, დღის მეორე ნახევარში აიღეს დამატებით 8 ნიმუში, რომელზე პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ახალი კორონავირუსის გამო, დროებით შეწყვეტილია სწავლა, როგორც სკოლებში ასევე ბაღებში, სადაც დეზინფექცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს მოუწოდებს, რომ თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, მოქალაქეებს კი ურჩევენ, თუ არ აქვთ გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია გამოვლენილი.

 

 


close დახურვა