ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტარდება.
ადგილზე იმყოფება დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძეც. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა მოიტყუეს, როდესაც განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძემ სასამართლოში გამოცხადებაზე უარი თქვა.
"სასჯელაღსრულებამ და იუსტიციის სამინისტრომ მოიტყუა სასამართლოზე, როდესაც თქვეს, რომ ჩემმა ძმამ უარი თქვა სასამართლოში მისვლაზე. დრეს ადვოკატისგან გავიგე, რომ სასჯელაღსრულებისგან პასუხი მოვიდა. მათ არც კი შესთავაზეს მას სასამართლოში გადაყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული და ამ დაწესებულებაში ვერ მოხერხდება მისი გამოჯანმრთელება“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
მსჯავრდებულის უფლებადამცველის ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას ჯეროვნად შეაფასებს. მისივე თქმით, სხდომაზე ის ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებმაც დეკანოზის ჯანმართელობასთან დაკავშირებით დასკვნა დადეს.
"დაიკითხებიან ის ექსპერტები, რომლებიც სამედიცინო დასკვნის მომზადების პროცესში იღებდნენ მონაწილეობაას. მათ კვლევით დაადასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის რთული მდგომაროება და მისი შეუსაბამობა სასჯელის მოხდის პირობებთან. საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რომელსაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ყველა მტკიცებულებას ჯეროვნად შეაფასებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
პროცესზე სულ 7 მოწმე დაიკითხება. "ემპათიას" დამფუძნებელი მარიამ ჯიშკარიანი იქნება ერთ-ერთი, რომლის დაკითხვაც დღევანდელ პროცესზე არის დაგეგმილი. ჯიშკარიანის თქმით, დეკანოზს არასათანადო მკურნალობას უტარებენ და ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.
"უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე იმ არასათანადო მოპყრობის და მკურნალობის შესახებ, რომელიც მის მიმართ ხორციელდება. შესაბამისად ეს არის საფუძველი იმისა, რომ გადავადდეს სასჯელი. მათ შეეძლოთ, მისი ტრანსპორტირება სასწრაფო დახმარების მეშვეობით განეხორციელებინათ. ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი სხდომა ციხეში მიმდინარეობდეს“, -ამბობს ჯიშკარიანი.