„ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების რეიტინგში დედაქალაქის მერი კახა კალაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიდერობენ.
უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის და დავით ბაქრაძის საქმიანობას პოზიტიურად გამოკითხულთა 50-50% აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმიანობას 44%.
რეიტინგში მომდევნო ადგილები „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დაიკავეს. ელისაშვილის საქმიანობას პოზიტიურად გამოკითხულთა 43% აფასებს, ხოლო შალვა ნათელაშვილს 40%.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მოხვდა. მის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 38%, უარყოფითად კი, 62%.
ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირ გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.