მიგრანტებთან დაკავშირებით ევროკავშირი-ანკარის შეთანხმება გადაიხედება. განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააკეთა.
ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებთან მოლაპარაკებისთვის თურქეთის ლიდერი მიგრანტების კრიზისის გამწვავების შემდეგ გაემგზავრა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ორივე ორგანიზაციიდან უფრო მეტ ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ელის, თუმცა ბრიუსელში აცხადებენ, რომ მანამდე ანკარამ საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით მიგრანტების წახალისება უნდა შეწყვიტოს.