logo
ENG



თურქეთის წინასაარჩევნო გამოკითხვებში, ერდოღანის კონკურენტი ლიდერობს

15 მარ 202322:12
3 წუთის საკითხავი
clock 679
2023/03/15/o2d4mml0ykg1fok.jpg

ახალი წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, რომ თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უსწრებს და გამოკითხვებში 10%-იანი უპირატესობით ლიდერობს. თურქეთში არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.

ოპოზიციური ბლოკი, ეროვნული ალიანსი 6 პარტიისგან შედგება და მათი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა. გამოკითხვების თანახმად, მას ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი უჭერს მხარს, მაშინ, როცა ერდოღანის მიმართ მხარდაჭერა, საშუალოდ, 44%-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. თუ პირველ ტურში ხმათა 50%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ აიღებს, პირველ ორ კანდიდატს შორის მეორე ტური 28 მაისს ჩატარდება.

Aksoy Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, ოპოზიციური ბლოკი, ეროვნული ალიანსი ხმათა 44,1% ლიდერობს და სულ მცირე, 6 პროცენტით უსწრებს ერდოღანის პარტიასა და მის მოკავშირეებს. გამოკითხვების მიხედვით, მმართველ პარტიასა და მის მოკავშირე პარტიას ხმათა 38,2% აქვთ. რაც შეეხება პროქურთულ სახალხო პარტიას, მას ამომრჩევლების 10%-ზე მეტი უჭერს მხარს.

თურქეთში არსებული ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ანუ მას შემდეგ, რაც ერდოღანის პოპულარობამ იკლო, ის 20-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე სწორედ ახლა დგას.


close დახურვა