
ცხრა წელი გავიდა იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რომელსაც 15 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრამ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური დააზიანა.
ტრაგედიიდან მეცხრე წელს დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო გაუქმდა. არ ჩატარდა მემორიალური ცერემონია. მის ნაცვლად ქვეყნის პრემიერმა მოქალაქეებს საკუთარი რეზიდენციიდან მიმართა.
მიწისძვრა იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ფუკუშიმას ექვსი რეაქტორი დააზიანა, რამაც ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა გამოიწვია.