
პაკისტანში სამხედრო აღლუმისთვის მზადებისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევა ისლამაბადთან ახლოს მოხდა. ავიაკატასტროფის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ მაშველები.
უცნობია, გადარჩა თუ არა მფრინავი. არ ხმაურდება თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზიც.
სამხედრო აღლუმი ქვეყანაში 23 მარტს, პაკისტანის დღეს უნდა ჩატარებულიყო.