22 იანვარს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში. შესაბამისი ინფორმაცია სტოლტენბერგის პრესსპიკერმა ტვიტერზე გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიას დაესწრება. შეხვედრის შემდეგ მხარეები მედიისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ, პრესკონფერენცია თბილისის დროით 16:15 საათზეა ჩანიშნული. კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, მხოლოდ დისტანციურად დაუსვან კითხვა გენერალურ მდივანსა და საქართველოს პრეზიდენტს.