logo
ENG



22 წლის ქართველი მეზღვაური პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან დაიკარგა

04 აპრ 202015:50
3 წუთის საკითხავი
clock 930
uypi4kknyatuixq.png

22 წლის ქართველი მეზღვაური პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან დაიკარგა. ინფორმაცია „ფორმულას“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.

გემი „იასემინი“ მარშრუტს მაროკოდან ესპანეთის მიმართულებით ასრულებდა, შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში კი გაუჩინარდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ქართველი მეზღვაური გემზე ბოლოს 26 მარტს ნახეს, ხოლო ოჯახის წევრებისთვის მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ცნობილი 29 მარტს გახდა.

როგორც ცნობილია, გემის ეკიპაჟის წევრებს შორის კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფება, რომელთან დაკავშირებასაც დაკარგული მეზღვაურის ახლობლები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.


close დახურვა