logo
ENG



გამყრელიძე: მიმდინარეობს მუშაობა რომ კლინიკებისთვის უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი ტესტირების ჩატარება

20 მარ 202015:25
3 წუთის საკითხავი
 
wfcv1cc1oa1r2t5.jpg

 

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ტესტების ჩატარებაზე იმსჯელეს. როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ კლინიკებისთვის უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი ტესტირების ჩატარება.

„გავამახვილეთ ყურადღება ტესტირებაზე, თუ ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტირება და როგორ უნდა ჩაუტარდეს, გამოკვლეულია 1126 ნიმუში, ტესტირება დავიწყეთ ლუგარის ცენტრში, ბოლო ორი კვირაა მოვახდენთ მისი დეცენტრალიზაცია და დღევანდელი რიცხვით ტესტირებას აწარმოებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქუთაისისა და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და ექსპერტებთან ერთად შევთანხმდით, რომ მოხდეს უფრო მეტად განვრცობა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ჩვენ გვაქვს მარაგი ტესტებისა, რომლებითაც ვაწარმოებთ კვლევას, არცერთ შემთხვევაში ტესტებზე უარი არ თქმულა იქ სადაც საჭიროა, როდესაც ტესტირებისთვის მოთხოვნა ჩნდება ყველას უტარდება. მოსახლეობისგან მოთხოვნა მეტია უფრო და ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს ახალი, რაც ყოველდღიურად ჩნდება მსოფლიოში, ეს გახლავთ სწრაფი ტესტები და ამასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიდის, რომ სწრაფად იქნეს ქვეყანაში რეგისტრირებული და შემოტანილი ეს ტესტები. “,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევა ფიქსირდება.

 


close დახურვა