![2024/07/16/opiz49s3ekn798g.jpg](/uploads_script3/articles/2024/07/16/opiz49s3ekn798g.jpg)
23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართება. მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი მოიწვევს.
მოსმენა სამშაბათს, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.
მომხსენებლები იქნებიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კრისტოფერ სმიტი; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე ალექსანდრე სოკოლოვსკი.
ანონსის თანახმად, შესაძლოა მომხსენებლების რაოდენობა გაიზარდოს.